“ყველას მინდა გთხოვოთ, დღევანდელი ღამე ამ კვირაში უმნიშვნელოვანესია და გაფრთხილდით, აუცილებლად ყველამ გააკეთეთ ეს განურჩევლად…” – მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

0

ამ კვირაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, რომელიც ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება.
ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა “იმედის დილის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 25 იანვარს, ლითონის სტიქიის თეთრი ფერის ვირთხა შემოდის. სწორედ 25 იანვარს, აღმოსავლური, მთვარის კალენდრით გვაქვს ახალი წელი.
“სწორედ 25 დან იწყება სერიოზული ცვლილებების დრო. ეს ცვლილებები ამ კვირას უკვე შეეტყობა. დაიწყება დაძაბული პერიოდი დაახლოებით თებერვლამდე, ეს შეეხება ყველაფერს, ტრანსპორტს, ავიამოგზაურობებს, ყველა სახის მოგზაურობის დროს შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას, მათ შორის ტექნიკური სახის. ყველას ცხოვრებაში სირთულეები მატულობს, დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში, ეს არის პირველი სერიოზული კოსმიური გამოცდა და თან, ტრადიცუილად ეს არის პირველი ახალმთვარეობა 2020 წლის, ანუ შაბათი დღე ეს არის კირჩხიბებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე. ამიტომ, ამ დღეს ვიყოთ ცოტა ყურადღებით. ჩვენ ამ დღეს ერთმანეთს მივულოცავთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, მთვარის კალენდრის მიხედვით, ახალ წელს და ამ დღიდან დავიწყებთ ახალ ცხოვრებას. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, გამოცდების პერიოდია 1 თებერვლამდე და თავი შევიკავოთ ყველაფრისგან…”- განაცხადა ცაგარელმა.
წყარო: civi.ge

Share.