”ყველას მადლობა ვინც მოხვედით და ჩემი დიდი ტკივილი გაიზიარეთ…” – მაია კაჭკაჭიშვილს ოჯახის წევრი დაეღუპა, მომღერალი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

0

მაია კაჭკაჭიშვილს ბიძა გარდაეცვალა. მომღერალი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ბიძას იხსენებს.
“მთელი ცხოვრება მეჩხუბებოდა დედაჩემი რომ პანაშვიდზე წასვლა აუცილებელია და სავალდებულოა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი ჯიუტი შეხედულება მქონდა რომ არ შემიძლია ვითრგუნები და ვერ დავდივარ პანაშვიდებზე.
ძალიან ბევრჯერ გამირისკავს, მივსულვარ, მთლად ეგრეც არ არის, მაგრამ მაქსიმალურად ვირიდებდი ამ სტრესს ( ძალიან მეშინოდა)

გუშინ მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა რომ მოდიან გვერდით გიდგანან და ამხელა ტკივილს იზიარებენ !! სათითაოდ გახსოვს ყველა ვინც მოვიდა. უდიდესი მადლობა ამისთვის.
ამის შემდეგ სანამ ცოცხალი ვარ ამ შეცდომას აღარ დავუშვებ!!

საერთოდ შემეცველა ყველაფრის მიმართ შეხედულება. აბსოლიტურად სხვა ადამიანი გავხდი! გუშინ გავაცილე ჩემი ავთო ბიძიკო, ჩემთვის ჩემი ყველაზე ახლობელი ყველაზე საყვარელი და ყველაზე ნამდვილი ადამიანი. სანამ ცოცხალი ვარ ვეცდები, რაც მას გაუხარდებოდა ყველაფერი ისე გავაკეთო. დროებით ბიძი” – წერს მაია კაჭკაჭიშვილი.წყარო:bednierebis.club

Share.