“ყველასთვის საყვარელი ლელა წურწუმია საავადმყოფოში გადაიყვანეს..” – ნახეთ რა დაემართა მომღერალს

0

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა.
„ლელა წურწუმია ინფიცირებულია, ის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. კოვიდი გუშინ დაუდასტურდა. ახლა, ძალიან ვღელავთ ე.წ. შესაძლო კლასტერზე – მას ხმის რეჟისორებთან, მეგობრებთან, სცენის სპეციალისტებთან ჰქონდა კონტაქტი. მართალია, მსმენელი რისკის ქვეშ არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, ბათუმში გამართული კონცერტის შემდეგ ის დაინფიცირდა, სიმპტომების გამოვლენა 7 აგვისტოს ემთხვევა“ – ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო.

ჯერჯერობით უცნობია, გაჩნდება თუ არა ესტრადის კლასტერი.

“პრაიმტაიმი” ამ ინფორმაციაზე სასაუბროდ მომღერლის ქმარს და პროდიუსერს კახა მამულაშვილს, იგივე მამულიჩას დაუკავშირდა, თუმცა მან ტელეფონი გათიშა.

ამის შემდეგ, ლელა წურწუმიას მეგობარს კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, ლელა წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია,

“ლელა თავს კარგად გრძნობს, მისი კონტაქტი არ ვარ, არ მინახავს რამდენიმე დღეა.” – ამბობს რუსა მორჩილაძე.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებულია.

“ლელა სტაბილურად არის, ჟანგბადდამოკიდებულია, ოქსიგენეცია მიდის, ჟანგბადზეა, სატურაციას ამ ეტაპზე ინარჩუნებს. თვითონ თავს მხნედ გრძნობს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.” – ამბობს ლევან რატიანი.წყარო:ambavi.club

Share.