ჟურნალისტი ლალი მოროშკინა მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ხომ ყველა ვტიროდით ახლა, ამ ცეცხლის გარდამოსვლაზე? კაციც და ქალიც ხომ ვგოდებდით და ვლოცულობდით? ხოდა ზუსტად ერთი წელი გვაქვს მოცემული, რომ ბოროტს მოვერიოთ, დავამარცხოთ და დავიმსახუროთ ღვთის შვილები გვერქვას! ბრძოლა იქნება სასტიკი და დაუნდობელი,ფულით და შანტაჟით, იარაღით და შიმშილით, ხილულ და უხილავ მტერთან, საკუთარ და სხვა ქვეყნის ავაზაკებთან, რომლებმაც თითქოს ყომარში გადაწყვიტეს ჩვენი სიცოცხლეების გათამაშება!
ძალიან მალე გავერთიანდებით ისინი, ვინც მეტს ხედავს, ვისაც მეტი ესმის და სხვებსაც დავანახებთ, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლაა კეთილსა და ბოროტს შორის! მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ბრძოლაში 40-ს ზევით თაობამ უნდა ვიყოჩაღოთ, რათა უმცროსები გადავარჩინოთ! მოვუაროთ მიწას, მალე ეს ერთადერთი საშუალება იქნება გამოკვების, მოვუაროთ ასაკოვან ხალხს, რადგან ისინი ჩვენი სიცოცხლის მომცემი და ცხოვრების მასწავლებლები არიან, რომელთა განადგურებას ასე ცდილობს მავანი… გავმაგრდეთ და წინ აღვუდგეთ დიდ პროვოკაციას, რომელიც გარეწართა სექტამ დაუგეგმა მსოფლიოს! მადლობა ღმერთო ამ ერთი წლისთვის, ჩვენ შევძლებთ დაგანახოთ, რომ იესოს ტყუილად არ უწამია ჩვენი სულების გადასარჩენად… ქრისტე აღსდგა!“