ვინ იყვნენ ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავარიისას დაღუპულები – “არ ვიცით, მოძრაობდნენ თუ არა მაღალი სიჩქარით… ტრაგედია მოხდა”
ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტომობილი გზის სავალი ნაწიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მცხოვრები იმედა ოქროჭელიძე, მისი მეუღლე და 16 წლის შვილი, ბექა ოქროჭელიძე.
“ძვირფასი ოჯახი იყო, კარგი ადამიანები. ეკლესიურები იყვნენ. ტრაგედია მოხდა,
მშობლები და 16 წლის ბიჭი დაიღუპნენ. არ ვიცით, რა მოხდა, მოძრაობდნენ თუ არა მაღალი სიჩქარით. დეტალები არ ვიცით, ცოტა ხნის წინ მოხდა”, – აცხადებენ სოფელ ფერსათის მაცხოვრებლები.წყარო:sauketeso.club