“ღია ჭრილობა აქვს,ძალიან დიდ ტკივილის განიცდის,ნახევარი მილიონი დოლარი გვითხრეს, რომ დათი გადარჩეს..” – ნახეთ რას წერს 8 წლის დათის მამა

0

„ქრონიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს, საზოგადოების ფინანსური დახმარება კვლავ სჭირდება.მოცემულია ანგარიშის ნომრები, სადაც, თქვენი თანადგომის აღმოჩენის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დათის ოჯახს ფინანსურად დაეხმაროთ
:#GE90BG0000000101545483
#GE05TB7962745064300024
აღსანიშნავია, რომ დათის მამის განცხადებით, ამ ეტაპზე საჭიროა ნახევარი მილიონი დოლარი, რათა ბავშვი გადარჩეს.
პატარას ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობენ.

„დღესდღეობით ექიმები ვერაფერს გვპირდებიან, მაგრამ მოგვცეს დაახლოებითი გაანგარიშება დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის საფასური, რაც არ შეიცავს არც იმპლანტის საფასურს, არც სხვა არაფერს. ეს თანხა არის იმისთვის, რომ დათი უბრალოდ, გადარჩეს. მისი ჭრილობა არის ღია. ძალიან დიდ ტკივილს განიცდის. ფიქრობენ, რომ ძალიან რთული იქნება მისი ოპერაციები…“

Share.