“ღარიბაშვილის სასიამოვნო სიურპრიზი უკრაინელებს..” – ნახეთ ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა

0

საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეიდან უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. განათლების სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
”საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა.

📚 დღეიდან უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.
🔹 სექტორის გახსნის ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უკრაინელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა ახალი სექტორის დაფუძნება.

🔸 უკრაინულენოვანი სექტორის გახსნის ღონისძიებას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს. კასიანოვის თქმით, ქართულმა მხარემ უმოკლეს დროში უზრუნველყო უკრაინულენოვანი სექტორის გახსნა, რაც უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო:daqali.club

Share.