“ქმარმა ცოლს ჯერ სანადირო თოფი ესროლა, შემდეგ კი..” – ნახეთ ახლახანს უმძიმესი და ტრაგიკული დილა გათენდა

0

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმრის მიერ სანადირო თოფით დაჭრილი ქალი ამ დილით გარდაიცვალა. შემთხვევა სექტემბერში მოხდა, დაშავებული წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი ავრცელებს.“ამ დილით ბოდბეში ქმრის მიერ სანადირო თოფით უმოწყალოდ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა, მერამდენე ქალი უნდა შეეწიროს მოძალადე კაცების არაჯანსაღ ფსიქიკას, დომინანტობის სურვილს და უაზრო ამბიციებს? რა დააშავა საოცარმა ბავშვებმა, რომელთაც ჯიუტად სჯეროდათ დედის გადარჩენის!

ამის ფონზე ვგმობ შესუსტებულ სახელმწიფო პოლიტიკას,ძალადობის მსხვერპლი ქალის ცემის,მოკვლის მუქარის და ძალადობის უმძიმეს საქმეებზე მოსამართლეების მიერ 45000 ლარიანი გირაოთი და 10000 ლარიანი ჯარიმით შეფასებულ რისკებს!! შსს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე არასენსიტიურ დამოკიდებულებებს და ჩემი კოლეგების მხრიდან მსხვერპლი ქალების და მათი ადვოკატების დამუნათებასა და არაეთიკურ დამოკიდებულებებს… ტყუილად ვიშვიშებთ, სანამ ეს მოცემულობა გვაქვს, გვირაბის ბოლოს სინათლე არ გამოჩნდება….
ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს კიდევ ერთი უდანაშაულო ქალის სიკვდილს, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!
შემთხვევა 2022 წლის 4 სექტემბერს მოხდა ” – წერს ელისო რუხაძე.

Share.