“ქართველმა მაშველებმა სასწული გააკეთეს,არავის სჯეროდა,ტიროდა ყველა..”

0

სოციალურ ქსელში ქართველ მაშველებზე ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენი ბიჭები ამ წუთებში ჩვენი მეგობარი თურქების დასახმარებლად სტიქიის ზონაში არიან და დაზარალებულ ადამაინებს ეხმარებიან. გავრცელდა ინფორმაცია რომ ქართველმა მაშველებმა წარმოუდგენელი რამ გააკეთეს. უცვლელად გთავაზობთ პოსტს:“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს

ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს. სამაშველო ღონისძიება 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი იუწყება, ქალი კონტაქტური იყო, ის უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში 100 ქართველი მაშველია ჩართული. მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.”

ქართველმა მაშველებმა უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

Share.