„ემიგრანტების იმედის“ დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე რაჭაში მომხდარ ავარიას ეხმუარება და რომელსაც ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილში იმყოფებოდა მათი ბიძაშვილიც, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.
„გლოვობს რაჭა ვუსამძიმრებ რაჭას ძირიანს, და სრულიად საქართველოს…..ოქროს ძმები დააკლდა სრულიად რაჭას, თქვენთან რა უნდა სიკვდილს…
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ორივე ძმების ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია გამძლეობა მათ ოჯახს…
ბიჭებო ეს იყო თქვენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა მათ გამწარებულ ოჯახს რომელმაც ორივე შვილი დაკარგა… ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი… უბრალოდ, ვფიქრობ, ეს ძმები ჩვეულებრივად მოვიდნენ დედამიწაზე გაგვივსეს გულები სიყვარულით და… წავიდნენ ზეცაში ერთად… და გადაინაცვლეს მარადიულობაში…
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ….
მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..
შეგახსენებთ რომ რაჭაში, ავარიას ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ესხვერპლნენ.
არსებული ინფორმაციით ავტომობილი ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მათი ბიძაშვილი გადარჩა, თუმცა მძიმედ არის დაშავებული.
ერთი ძმა 29 წალმდე იქნებოდა, მეორე 26-ის. ნიკა გაგნიძე მომღერალი იყო და შეუდარებელი ხმა ჰქონდა.
ვიდეო: