“ქართველი გმირების ლეგიონში ვარ..” – ნახეთ ვინ არის 27 წლის ულამაზესი კახელი გოგონა, რომელიც უკრაინაში იბრძვის (ფოტოები)

0

დემოკრატიული ჩართულობისცენტრების ქსელი უკრაინასი მებრძოლ 27 წლის კახელ გოგონაზე გვიყვება, რომელიც ბერლინში ცხოვრობდა და ომის გამო საქართველოში ჩამოვიდა, შემდეგ კი უკრაინაში ქართულ ლეგიონს შეუერთდა, ეს 27 წლის გოგონა ქეთი ლეშკაშელია….“რუსეთში დავიბადე და დაბადებიდან ორმაგი მოქალაქეობა მქონდა. როცა 24 თებერვალს საინფორმაციოში რუსეთ-უკრაინის ომის ამბავი გავიგე, მოქალაქეობაზე უარი ვთქვი და პასპორტიც გავანადგურე. რუსები ყველას

განურჩევლად ხოცავენ და ამ ყველაფერის განცდა ჩემთვისაც ყოველდღიურობად გადაიქცა.

ჯიბეში ორი პაკეტი მიდევს – ერთი დაჭრილის დასაფარებლად და მეორე დაღუპულებისთვის. ჩემთან ერთად არის 26 წლის ლაგოდეხელი გოგოც. აქ ყველას ერთმანეთის სიცოცხლე გვაბარია. ქართველების ლეგიონში ვართ, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეომრებიც ირიცხებიან. ყოველდღე ინტენსიური დაბომბვები მიდის. ამბობენ, რომ რუსებს ჩვენს შესახებ გარკვეული ინფორმაცია აქვთ, ამიტომ ადგილსამყოფელის დასახელებისგან თავს შევიკავებ. დედა ემოციურად შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას – უკრაინაში წამოსვლის შესახებ. ჩემი ძმა ამერიკაშია და ზუსტად ვიცი, რომ შეეძლოს ჩემს გვერდით იქნებოდა“, – გვიყვება ქეთი.

ქეთი ლეშკაშელმა მეფე ერეკლე მეორის სახელობის თელავის N1 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით განაგრძო. შემდეგ დუბაიში – კანადის უნივერსიტეტში ჩააბარა სამკურნალო მიმართულებით.

წყარო: “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი”

Share.