“ფრთხილად!შემთხვევით შეცდომაში არ შეხვიდეთ..” – ნახეთ “კარფურის” ადმინისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

0

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვირუსულ ლინკთან დაკავშირებით “კარფურის” ადმინისტრაცია საზოგადოებას მიმართავს.
“შევიტყვეთ, რომ ბევრი თქვენგანი იღებს საეჭვო შეტყობინებებს Carrefour-ის სახელით. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს და არ იგზავნება “კარფურ საქართველოს” მხრიდან!
“კარფურის” ოფიციალური შეთავაზებები და აქციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნდება “კარფურის” ოფიციალურ Facebook და Instagram-გვერდებზე ან კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და აპლიკაციაში!
გთხოვთ, საეჭვო შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ გადახვიდეთ ლინკზე”, – ნათქვამია “კარფურის” ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Share.