“ფილტვში მაქვს,ექიმმა ასეთი რამ მითხრა..” – ნახეთ ხათუნა ჟორდანიას სულისშემძვრელი პოსტი

0

ხათუნა ჟორდანიამ თურქეთში, სხივური თერაპიის სახით, მკურნალობის კურსი ჩაიტარა. როგორც “პრაიმტაიმთან” საუბარში ამბობს, წარმონაქმნი ისევ ფილტვში, ოღონდ ამჯერად სხვა ადგილას აღმოუჩინეს.ისევ იმედიანად და მხნედ არის განწყობილი. მკურნალობის კურსს ისევ შეუცვლელი ნინი წარმართავს. ნინი, რომელსაც დედის ავადმყოფობამ ისეთი სამედიცინო გამოცდილება შესძინა, რომ დედას ბალახეულ მედიკამენტებს ასმევს, ჩირებისგან დამზადებულ, იმუნიტეტის ასამაღლებელ უებარ საშუალებას უმზადებს და თავისი ხელით აჭმევს.

ხათუნა ჟორდანია: მიუხედავად იმისა, რომ პატარა პრობლემა ისევ მაქვს, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თურქეთში კომპიუტერული ტომოგრაფია გადამიღეს, ფილტვში, ამჯერად სხვა ადგილას, პატარა პრობლემა გამოჩნდა.

როგორც ექიმმა მითხრა, სულ ახალი გაჩენილია. დროულად მივედი. სამი დასხივების შემდეგ წამოვედი. სამ თვეში შემოწმებაზე ისევ ჩავალ და ღმერთის წყალობით, არაფერი აღარ დამხვდება. ამის დიდი იმედი მაქვს.

როგორც მივხვდი, ეს ჩემი ჯვარია… რას ვიზამ. უნდა ვზიდო. ჩემზე უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან ადამიანები. ამიტომ მე ჩემს პრობლემას თავს ვერავის მოვახვევ. პირიქით, მინდა ყველა დავაიმედო და ბევრჯერ ნათქვამი გავიმეორო – სიმსივნე განაჩენი არ არის და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

Share.