“უჭკვიანესი ბიჭია, საზღვარგარეთ მიიღო განათლება, შემდეგ კი დაბრუნდა სამშობლოში..” – ნახეთ ვინ არის უჭკვიანესი ქართველი გინეკოლოგი, რომელიც უშვილო წყვილებს ეხმარება

0

დავით სხირტლაძე ექიმი – გინეკოლოგი, ქირურგი-ენდოსკოპისტი. 2008 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ისწავლა გერმანიასა და ამერიკაში და სამშობლოში დაბრუნდა. მისი გამოცდილებისა და დიპლომების პატრონს სამსახურის შოვნა არ გასჭირვებია.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ მიაჩნია, რომ სწორედ ექიმის პროფესიონალიზმისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინერგია იძლევა საშუალებას, ჩატარდეს რთული გინეკოლოგიური ოპერაციები, რაც წარმოადგენს პაციენტის ეფექტიანი მკურნალობის წინაპირობას.
დავით სხირტლაძე:

– როდესაც კლინიკური საგნების სწავლა დავიწყე, მეორე კურსიდანვე გადავწყვიტე, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებში უნდა მიმეღო გამოცდილება და დავუფლებოდი პროფესიას. აქ მხოლოდ თეორიულ ცოდნას ვიღებდით სტუდენტები და არ გვქონდა საშუალება, უშუალოდ „ხელით შევხებოდით“ ჩვენს საქმეს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაპირველად წავედი გერმანიაში, შემდეგ აშშ-ში და გავიარე მაგისტრატურა თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტში, საზოგადოების ჯანდაცვის მიმართულებით. ამ პერიოდშივე, სანამ სწავლების ამ ნაწილს გავდიოდი, ჩავაბარე ამერიკის სალიცენზიო გამოცდები, რათა მომეპოვებინა ამერიკაში მუშაობის სრული უფლება.

ქართული სამედიცინო სწავლებისგან განსხვავებით, რაც ექიმად ჩამოყალიბებაში დამეხმარა, ის გახლდათ, რომ სპეციალობის მიუხედავად, ვალდებული იყო ყველა დამწყები ექიმი, რომ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა კლინიკაში გემუშავა. ქალაქიდან ქალაქში და შტატიდან შტატში გადავდიოდი, ამის გამო და სხვადასხვა კლინიკაში ვმუშაობდი, გარკვეული პერიოდი. ასეთმა პრაქტიკამ მომცა იმის საშუალება, რომ პაციენტს გინეკოლოგიური მომსახურების გარდა მივაწოდო ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან დაკავშირებული სამედიცინო ინფორმაცია და მივცე სწორი მიმართულება. ასეთი მიდგომის დანერგვა საქართველოს სამედიცინო განათლების სფეროშიც ძალზე კარგი იქნებოდა. ამერიკაში ცხოვრებამ, გარდა იმისა, რომ მომცა კარგი განათლება, შევიძინე მეგობარები და დამოუკიდებლად ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, ბევრი რამ გადავაფასე და სულ სხვა თვალით დავინახე.

წყარო: dainteresdi.club

Share.