მოქალაქე გიორგი მამასახლისი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პენსიონერებს მიმართავს.
მამასახლისის თქმით, ხვალიდან ყველა პენსიონერს, ვისაც საავადმყოფოში სიარული უწევს და ამისთვის ტაქსის ფული არ აქვს, უფასოდ მოემსახურება.
“ხვალიდან, ყველა პენსიონერს თბილისში, ვისაც ქრონიკული ან სხვა დაავადებების გამო უწევს სამედიცინო სტრუქტურაში სიარული და არ აქვს ტაქსის ფული,
მზად ვარ მოვემსახურო ჩემი მანქანით უ ფ ა ს ო დ.
თავისუფალი ვარ სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს”, – წერს გიორგი მამასახლისი.