ახალგაზრდა ფოტოგრაფი ანრი ტაბაღუა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ზღვაში დაიხრჩო. შემხვევა გუშინ მოხდა. სამწუხარო ინფორმაციას ანრის მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.“უშენოდ ბათუმი აღარასოდეს იქნება ისეთივე, როგორიც აქამდე, მშვიდობით მეგობარო”
რანაირად გინდა დავიჯერო ეს ჯოჯოხეთი?და ვინღა “წამიკითხავს” მორალს”?შენ იცი, როგორ მიყვარხარ. ადრეც გითხარი, რომ ამ ფოტოზე ვგიჟდები. ყველაზე მეტად აქ გავხარ შენს ბავშვობას. არასოდეს დაგივიწყებ, ჩემო უკარგესო ბიჭო”
მზის ჩასვლა გიყვარდა და ზღვა, სამუდამოდ ჩახვედი მზესთან ერთად ზღვაში. მშვიდობით, მეგობარო” – წერენ მისი მეგობრები.
ანრი ტაბაღუას შემოქმედება საკმაოდ ცნობილი და პოპულარული იყო. ახალგაზრდა ფოტოგრაფი ხშირად სტუმრობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს და ადგილიდან შთამბეჭდავ კადრებს უზიარებდა საზოგადოებას.