“ურთულესი იყო ჩემთვის ბექას დაკარგვა, როდესაც ხელის გაწერაზე მივედით ბექა ტიროდა და..” – ნახეთ თიკა ჯამბურია დუმილს არღვევს

0

მომ­ღე­რალ­მა თიკა ჯამ­ბუ­რი­ამ გა­და­ცე­მა­ში “სთო­რი” ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ბექა ხო­ფე­რი­ას შე­სა­ხებ ილა­პა­რა­კა. მომ­ღერ­ლის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად მშობ­ლე­ბი ორი­ვე მხრი­დან იბ­რძოდ­ნენ, მათი ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბა მა­ინც არ შედ­გა. რო­გორც თიკა ამ­ბობს, ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებს ერ­თმა­ნეთ­თან იდე­ა­ლუ­რი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, რაც გარ­შე­მომ­ყო­ფებ­ში გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს.
“ფილ­მუ­რი ის­ტო­რი­აა ჩემი და ბე­ქას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია. პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან ერ­თმა­ნე­თით მო­ვი­ხიბ­ლეთ, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს. 14 წლი­დან 18 წლამ­დე სა­ნამ და­ვო­ჯახ­დე­ბო­დით, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ბექა, ფაქ­ტობ­რი­ვად, დე­და­ჩე­მის გაზ­რდი­ლია, მე – ხა­თუ­ნა­სი. ერთი წა­მით არ მი­ფიქ­რია, რომ მე და ბექა ერ­თად არ ვიქ­ნე­ბო­დით. ცხოვ­რე­ბა არ წარ­მო­მედ­გი­ნა მის გა­რე­შე, ამი­ტომ იყო ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი მისი და­კარ­გვა. გუ­ლის ტკე­ნაც ეს იყო, რომ

იმე­დი გა­მიც­რუ­ა­ძა­ლი­ან თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით, და­მინ­გრია ჩემი აშე­ნე­ბუ­ლი კოშ­კე­ბი. იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩემ გვერ­დით, როცა ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ნა­ყოფს ვე­ლო­დე­ბო­დით, მა­შინ გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ჩემი სიძ­ლი­ე­რე იმა­შია, რომ შე­მიძ­ლია ადა­მი­ა­ნი გა­ვუშ­ვა ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან. ბექა ტი­რო­და, რო­დე­საც ხელს ვა­წერ­დით. მე არ ვტი­რო­დი. ხალ­ხს ეგო­ნა, რომ მე ვა­ძა­ლებ­დი მას ხე­ლის გა­წე­რას. ხში­რად მი­წევ­და ბე­ქას გამო ბრძო­ლა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც, მაგ­რამ ეს ვე­ღარ ვა­პა­ტიე. ხა­თუ­ნა ძა­ლი­ან იბ­რძო­და, უნ­დო­და შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი ოჯა­ხი, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით… სიყ­ვა­რუ­ლი ალ­ბათ არა­სო­დეს არ კვდე­ბა, და სიყ­ვა­რუ­ლი მა­რა­დი­უ­ლი არი­სო რომ ამ­ბო­ბენ, ასეა. იმ წარ­სულ­ში და მო­გო­ნე­ბა­ში ბექა მიყ­ვარს მე დღემ­დე. იმ მო­გო­ნე­ბა­ში ის სიყ­ვა­რუ­ლი კი­დევ არ­სე­ბობს. დღემ­დე ვართ ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი, ყვე­ლას უკ­ვირს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შენი ყო­ფი­ლი ქმა­რი, რო­მელ­მაც გული გატ­კი­ნა, იყოს შენი მე­გო­ბა­რი. რო­დე­საც მე­გო­ბა­რი მჭირ­დე­ბა, გვერ­დით ყო­ველ­თვის მყავს ბექა, თუნ­დაც სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გარ­ჩე­ვის დროს.” – მოჰ­ყვა თიკა ჯამ­ბუ­რია.
წყარო:ambavi.club

Share.