“უნიჭიერესია გიორგი და ძალიან ჭკვიანი,როგორ შეიძლება ასე გადაურო..” – ნახეთ როგორ დაიცვა გიორგი ფკახაძემ გიორგი ღოღობერიძე

0

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოც ქსელში მიმართვას ავრცელებს, მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გასაგებია, ახალგაზრდა როცა ხარ, შეიძლება, რაღაც შეცდომა დაუშვა, ეს ნორმალურია. შეცდომას ყველა უშვებს, მეც, ამხელა გამოცდილების მქონე. შეცდომა ადამიანურია.
მე გადავხედე გიორგი ღოღობერიძის ჩაწერილს ვიდეოებს. ეს არის ახალგაზრდა სპეციალისტი, ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და მონდომებული. რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს, კიდევ მეტი გამოცდილება უნდა შეიძინოს. გამოცდილება არის დრო, დროს ვერ იყიდი. შეიძლება, აქვს რაღაც პატარა ტექნიკური შეცდომები, მაგრამ ეს ნორმალურია. ის კითხულობს უამრავ ინფორმაციას, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ინგლისურად, ანალიზს აკეთებს, და

შემდეგ გასაგებ ენაზე აწვდის ხალხს. ფაქტობრივად ადამიანი ეწევა საზოგადოების განათლებას. ნეტავი ასეთი ბევრი გვყავდეს. შეიძლება, ასე გადაუარო და სტიმული დააკარგვინო?!

ვინც აკრიტიკებთ გიორგის, ნეტავ თქვენ გაგეკეთებინათ ის, რასაც ის ახერხებს. ამ უაზრო სისულელეების წერას, ეს ჯობდა. ჩვეულებრივ მოქალაქეებზე არ მაქვს საუბარი, როცა სხვა კოლეგები ასე უსამართლოდ აკრიტიკებენ, საწყენია. თუ ასეთი მაგრები ხართ, თქვენ გააკეთეთ, გიშლით ვინმე ხელს?! თუ არადა შური ჰქვია ამას!

მეგობრებო, სისულელეებს ნუ აჰყვებით. შეცდომები ყველას მოსდის, უშეცდომო მხოლოდ ღმერთია. შეიძლება, ახალგაზრდას რაღაც გამორჩეს ან ინფორმაცია სხვანაირად გადმოსცეს, არაა პრობლემა. რატომ იმას არ უყურებენ, რამდენ პოზიტიურ და საჭირო ინფორმაციას ავრცელებს ღოღობერიძე?! საზოგადოებას ანათლებს.

მეც, ჩემდამი ტალახის სროლის შემდეგ რამდენჯერმე ვიფიქრე, აღარ გავაკეთებ ლაივებს-მეთქი, მაგრამ იმდენმა ადამიანმა მომმართა სხვადასხვა შეკითხვით, მივხვდი, ხალხის 99%-ს სჭირდება, რასაც ვაკეთებ. ასევე ღოღობერიძეც აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება, გაიზრდება, კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას დააგროვებს. რა უბედურებაა ეს ბოღმა, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ?!

საქართველო პატარა ქვეყანაა, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ვუმტროთ, ჯობს, მხარში ამოვუდგეთ. როცა სხვას უთხრით მიწას, ამით საკუთარ თავს უთხრით სინამდვილეში. თუ ვინმეს რამის გაკეთება შეუძლია, ხელი უნდა შევუწყოთ, გასაკეთებელი კი ამ ქვეყანაში იმდენია, ყველას ეყოფა – გააკეთეთ! არაა საჭირო ნეგატივი.

იმედი მაქვს, გიორგი ღოღობერიძე არ ჩავარდება ამ მტრულ „ხაფანგში“, პირიქით, გაძლიერდება და გააგრძელებს წინსვლას და იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც აკეთებს, ის საზოგადოებას საჭირო ინფორმაციებს მიაწვდის.

გახსოვდეთ, არსებობს სინდისი“ – ამბობს ფხაკაძე.
წყარო:geoambebi.com

Share.