საშინელი ტრაგედია დატრიალდა გუშინ ხარაგაულში. 3 წლის გოგონას სავარაუდოდ შინდის კურკა გადასცდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ბავშვი სტუმრად ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი მეგობრის შვილის, 3 წლის ლილე ეჯიბაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს ფერია შენი სულივუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, ღარიხევს, ხარაგაულს და
სრულიად საქართველოს… ანგელოზად წახვედი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, – წერს ახლობელი.
წყარო:daqali.club