ანსამბლი „რუსთავი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ანსამბლი რუსთავი ღრმა მწუხარებით იუწყება ანსამბლის წევრის მახო ქოიავას შვილის,
ნატალიას გარდაცვალებას, ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში. როგორც გავრცელებული ინფორმაციის ერთ-ერთი კომენტარშია აღნიშნული გოგონას აივნიდან გადავარდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.