“უმძიმესი იქნება მარიტას გარეშე მისთვის,საუკეთესო წყვილი დააშორა ტრაგედიამ..”

0

ვაკის პარკში მომხდარმა დიდმა ტრაგედია მართლაც მთელი საქართველო შეძრა. მესამე დღეა ხალხი შოკირებულია. გუშინ ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაკრძალეს. სიკეთითა და სილაღით აღსავსე გოგონა, რომელსაც ბრალი არაფერში მიუძღვოდა.სოციალურ ქსელში მარიტას ჩოგბურთის მეწყვილის დეიდა,

ნატალი კატაშვილი პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მარიტას გარეშე მისი დიშვილისთვის ძალიან რთული იქნება ჩოგბურთის თამაშის გაგრძელება.
“ტრაგედიამ საუკეთესო წყვილი, ნიტა და მარიტა დააშორა… დღეს მარიტას ბოლოჯერ მიიყვანენ კორტზე… არც ვიცი ამხელა ტკივილით განადგურებული ნიტა როგორ შეძლებს ფორმაში ჩადგომას, თუმცა მარიტას სულს პირობა მისცა ,რომ ორივეს მაგივრავრად ითამაშებს და ყველა გამარჯვებას მარიტას ხსოვნას მიუძღვნის…”

Share.