”უმძიმესი დღე ჩემთვის… ასეთი ტრაგიკული, პირველობა არასდროს ყოფილა…” – ნახეთ ნიკა გვარამია უმძიმესი წერილს აქვეყნებს

0

მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს. ნიკას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”დღეს ამ ქვეყნის საუკეთესო კულტურის მინისტრის, ჩემი ძალიან კარგი მეგობრის, სერიოზული მასშტაბის მოაზროვნის, და, რაც ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი და მისაბაძი იყო მასში- კაცის, რომელმაც საკუთარი თავი ხელახლა გამოიგონა/შექმნა – ნიკა რურუას გარდაცვალების დღეა.

უმძიმესი დღე ჩემთვის, პირველ რიგში მისი დაკარგვის გამო, და მეორე – როგორც მისი ოჯახის, მეგობრების და ჩვენი საერთო წრისთვის ამ სიკვდილის პირველი მაცნისთვის (ტელევიზიის დირექტორები ხომ ყველაფერს პურველები იგებენ). ასეთი ტრაგიკული, პირველობა არასდროს ყოფილა.

და რაოდენ სიმბოლურია, რაოდენ ნიშანდობლივია და რაოდენ ხაზს უსვამს მის მასშტაბს, მოქმედი კულტურის მინისტრის გუშინდელი კატასტროფა.” – წერს ნიკა სოციალურ ქსელში.

Share.