“უმძიმესი დილა გათენდა ათამდე მანქანა ერთმანეთს დაეჯახა,არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები..”

0

მუხიანში, ნოზაძის ქუჩაზე წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დაახლოებით 10-მდე ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაახლოებით 35 წლის კაცი დაიღუპა. სავარაუდოდ, არიან დაშავებულებიც.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

Share.