“უმძიმესი ავარია,ახლახანს მოხდა..” – ნახეთ მგზავრებით გავსებული მარშუტკა საშინელ ავარიაში მოყვა

0

საჩხერე-ჭიათურის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსის ამოტრიალება კლდიდან ლოდის გადმოვარდნამ გამოიწვია. მათივე თქმით, მომხდარის დროს მიკროავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.

“დავინახე ახალი ჩამოშლილი ქვები კლდის ძირში, გზის პირზე. ორშაბათს გავიარე და კი მიგრძნო გულმა, რომ ჩამოვარდებოდა ლოდი. ღმერთს ვთხოვე, მსხვერპლი არ მომხდარიყო,”-აცხადებენ თვითმხილველები.

შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

Share.