“უმნიშვნელოვანესია ეს..” – ნახეთ დავით არახამია ქართველს ხალხს მიმართავს

0

უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია „ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ ლი­დე­რი და­ვით არა­ხა­მია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ომში რო­გორც უკ­რა­ი­ნის­თვის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­ი­მარ­ჯვე­ბენ.“პა­ტივ­ცე­მუ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ, რომ უკ­რა­ი­ნას მხარს ასე მტკი­ცედ უჭერთ. ქუ­ჩა­ში გა­მოხ­ვე­დით და ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბი ჩა­წე­რეთ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. და­მი­ჯე­რეთ, პა­ტა­რა ყუ­რა­დღე­ბაც კი ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცის­თვის მო­რა­ლუ­რად ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს.

დღეს ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი რუ­სულ არ­მი­ას ებ­რძვი­ან. არ­მი­ას, რომ­ლის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და ჯა­რის­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბა უკ­რა­ი­ნულ ჯარს, თუმ­ცა რუ­სე­ბი მო­რა­ლუ­რად მარ­ცხდე­ბი­ან.

2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­შიც მსგავ­სი ვი­თა­რე­ბა იყო, სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. დღეს ამ ომში, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, რო­გორც უკ­რა­ი­ნის­თვის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­ი­მარ­ჯვე­ბენ. ვიცი, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გად გეს­მით, ის, რაც ახლა ხდე­ბა”,- აცხა­დებს და­ვით არა­ხა­მია, რომ­ლის მი­მარ­თვას „მთა­ვა­რი არხი“ ავ­რცე­ლებს.
წყარო:dainteresdi.club

Share.