“უმაგრესი სიახლე,სულ მალე პენსიები გაიზრდება..” – ნახეთ რამდენი ლარით მოიმატებს პენსია

0

„იანვრიდან ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მილიონი ლარით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე, სხვაგან 365 ლარი.
„70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი.

ასევე გარდა პენსიისა, გათვალისწინებული გვაქვს მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა სოციალური გასაცემელს ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშთვა დახმარება თითქმის გავასამმაგეთ უკვე. იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. ესეც გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმისდა მიხედვით, როგორ ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები, რომ ეს კიდევ გავზარდოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
წყარო:statiebi.club

Share.