“უმაგრესი მეგობრები იყვნენ მაგრამ შემდეგ ასეთი რამ მოხდა..” – ნახეთ რატომ მოკლა ზუგდიდში კაცმა მისი მეგობარი ხოლო შვილი უმძიმესად დაჭრა

0

ვინ არიან და რა აკავშირებთ ზუგდიდში მოკლულ ბიზნესმენს და მკვლელობაში ბრალდებულს ერთმანეთთან.
ბიზნესმენ გრამიტონ ლაგვილავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ზაურ კვიკვინიაა, რომელსაც პროკურატურამ დღეს, ბრალი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინა.
მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს საერთო ბიზნესი ჰქონდათ. დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ბიზნესწილების განაწილება გახდა.ბიზნესმენი კვიკვინია მეუღლესთან ერთად ზუგდიდში, შარტავას ქუჩაზე ცხოვრობს. ჩვენი ინფორმაციით, ბიზნესმენ ზაურ კვიკვინიას ბიზნესი საქართველოში და ასევე, რუსეთში აქვს.

ის აზარტული თამაშების ბიზნესშია ჩართული.
გარდა ამისა, მას მოკლულ გრამიტონ ლაგვილავასთან ერთად ბენზინგასამართი სადგური ჰქონდა. საერთო ბიზნესს წინ მეგობრობა უძღოდა…
“ზაურის სათამაშო აპარატების ბიზნესი თბილისში, ბათუმსა და სოჭში აქვს. საშინელი ტრაგედია დატრიალდა ლაგვილავებთან. გრამიტონი და ზაური მეგობრები იყვნენ… ზაური ბენზინგასამართი სადგურის წილში იყო გრამიტონთან ერთად.ერთი თვის წინ, ზაურმა ბიზნესიდან გასვლა და თანხის გატანა მოითხოვა. ამიტომ, მას ლაგვილავებმა სწორედ ერთი თვის წინ, 20 ათასი დოლარი გადაუხადეს, მერე ზაური ისევ დაჟინებით ითხოვდა დარჩენილი თანხის გატანას, კონკრეტულად რა ოდენობაზეა საუბარი, არ ვიცი… ასე როგორ გაიმეტა, ან რა გაჭირვება ჰქონდა ზაურს ასეთი, რომ არ მოითმინა, არ ვიცი”, – უთხრა „პრაიმტაიმს” მოკლულისა და მკვლელობაში ბრალდებულის საერთო ნაცნობმა.

Share.