“ულამაზესი მეუღლე ყავს..” – ნახეთ ვინ არის ჩვენი პრემიერის ცოლი რომელიც ბავშობიდან უყვარს

0

ნუნუკა თამაზაშვილი მეუღლის გაპრემიერების შემდეგ ინტერვიუებისგან თავს იკავებდა. ქვეყანაში პოლიტიკური გუნდის შეცვლის შემდეგ „ფეისბუქზე“ მხოლოდ მეუღლისა და შვილების ფოტოებს აქვეყნებს.ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე 1983 წლის 6 სექტემბერს დაიბადა. მამა – გენერალი თამაზ თამაზაშვილი, ადრე კახეთის პოლიციის უფროსი გახლდათ. ჰყავს ძმა, ლექსო თამაზაშვილი, რომელიც საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო.
მიუხედავად წარმოშობისა, ნუნუკას სკოლა დედოფლისწყაროში არ დაუმთავრებია. მშობლიურ ქალაქში შვიდი წელი სწავლობდა. შემდეგ მამა თელავში გადაიყვანეს სამუშაოდ შესაბამისად, ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა. როგორც ამბობენ, ნუნუკა თელავში პოპულარული გოგონა გახლდათ. გარეგნულად გამოირჩეოდა და

ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, მაგრამ მისი გული მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა მოიგო.

მათი სიყვარულის ამბავი დედოფლისწყაროში დღემდე აქტუალური თემაა. ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია. მომავალი მეუღლე მეცხრე კლასიდან შეუყვარდა. მაშინ ირაკლის რაიონში ყველა იცნობდა, რადგან სკოლაში საუკეთესო და მოწესრიგებულ მოსწავლედ მიიჩნეოდა.

ნუნუკას მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს თამაზაშვილების ოჯახი უარით ისტუმრებდა, მაგრამ ირაკლი მათ შორის არ აღმოჩნდა.

წყვილს ოთხი შვი­ლი ჰყავს, სამი ვაჟი და მე­ო­თხე ქა­ლიშ­ვი­ლი. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე გო­გო­ნა­ზე ოც­ნე­ბობ­და…

ნუ­ნუ­კა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ აღარ აქ­ტი­უ­რობ­და. მას შემ­დეგ, რაც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბა­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად დაბ­რუნ­და, პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე პე­რი­ო­დუ­ლად ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.წყარო:ambavi.club

Share.