“უკრაინელი ექიმის ემოციურ მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა..” – ნახეთ რა წერილს აქვეყნებს ევგენი კომაროვსკი

0

ცნობილი უკრაინელი ექიმი, პედიატრი ევგენი კომაროვსკი, რომელიც არანაკლებ პოპულარულია სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის – რუსეთშიც და უამრავი მშობელი უსმენს, უკრაინაში მიმდინარე ამბებს გამოეხმაურა. მან რუსებს მოუწოდა, პროტესტი გამოხატონ უკრაინაში პუტინის შეარაღებული შეჭრის წინააღმდეგ.
ექიმი კომაროვსკი ხარკოვში ცხოვრობს, რომელიც სწორედ ერთ-ერთი ეპიცენტრია. კომაროვსკი რუს მშობლებს მიმართავს:

“მე ხარკოვში ვარ. შვილები, შვილიშვილები, მეგობრები ხარკოვში მყავს. დილიდან წარუმატებლად ვცდილობ ეთერში გასვლას – ვიდეოინტერნეტი არ მუშაობს სათანადოდ. აქ, უკრაინაში, ყველას ყველაფერი ესმის. არ სჯერათ, არ უნდათ, დაიჯერონ. არ უნდათ, რომ საღი გონებით მიიღონ
ეს… მაგრამ უკვე 7 საათი გავიდა, რაც დაიწყო და მიიღეს…

მე ახლა არ ვწერ ამას ჩვენიანებისთვის. მე ვწერ რუსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის. თქვენ ათეულობით მილიონი ხართ. სწორედ ათეულობით მილიონი ხართ ისინი, ვინც კითხულობთ ჩემს წიგნებს, უყურებთ ჩემს გადაცემებს, რომლებსაც რეალურად დავეხმარე იმ 40 წლის განმავლობაში, რაც ვმკურნალობ ბავშვებს, ვასწავლი მშობლებს, ვპასუხობ ათასობით შეკითხვას…
ნუ გამოუშვებთ თქვენს შვილებს და ნუ წამართმევთ ჩემებს. გამოდით ქუჩებში! ახლა წყდება არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის, არამედ თქვენი ქვეყნის ბედიც.

ისინი, თქვენი შვილები, ახლა აქ არიან, მოვიდნენ, რომ თავიანთი სიცოცხლე გაწირონ და ჩვენი სიცოცხლეები წაიღონ”, – წერს კომაროვსკი მიმართვაში.
წყარო:dainteresdi.club

Share.