“უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი გმირის მეუღლემ პირველი კომენტარი გააკეთა..” – ნახეთ სულისშემძვრელი სიტყვები

0

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის მეუღლე მარიკა კუბლაშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე 5 დღის წინ ჩავიდა ქალაქ ირპენში, თუმცა ოჯახს უმალავდა და ამბობდა, რომ კიევში იყო.როგორც გობეჯიშვილის მეუღლემ აღნიშნა, ქართველი მებრძოლი აგვისტოს ომშიც იცავდა სამშობლოს.
„პოლონეთში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ იქ ჩასული ვერ გაჩერდა და უკრაინაში გადავიდა. მეუბნებოდა:

მაინცდამაინც ჩემს შვილებამდე უნდა მოვიდნენ, საფრთხე რომ ვიგრძნოთო? ის სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ვერ გაჩერდებოდა. 5 დღის ჩასული იყო ირპენში, მიმალავდა, მეუბნებოდა კიევში ვარ და მშვიდი ვითარებააო. რა მოხდა, როგორ დაიღუპა, არ ვიცით. აგვისტოს ომში იბრძოდა, სადაც ოთხი თითი დაკარგა. ჩვენთვის ის ნამდვილად გმირია”, -აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე მარიკა კუბლაშვილი.
წყარო:dainteresdi.club

Share.