თელავში 30 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გოშაძის ქუჩაზე მოხდა.
მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მინდინარეობს (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი).
გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი. პოლიცია შემთხვევის ადგილზეა მობილიზებული, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.
წყარო:geoambebi.com