ენგურთან მომხდარმა ტრაგედიამ დღეს მთელი საქართველო შეძრა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.გარდაცვლილთა შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები დარჩათ. მაყვალა გამისონიას ცხედარი მაშველებმა უკვე იპოვეს, მოგვიანებით მიაგნეს მისი მეუღლის, ჯონი გვილავას ცხედარსაც.
“მაყვალა გამისონია და მისი მეუღლე, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ,
სოფელ წარცესში ცხოვრობდნენ. 3 შვილი ჰყავთ. უფროს გოგონას სკოლა დამთავრებული აქვს, დანარჩენი ორი სკოლის მოსწავლეა. დევნილების შემწეობა, 45 ლარი უნდა აეღოთ და ოჯახისთვის საჭირო წვრილმანები ეყიდათ, რადგან იქ არაფერი იშოვება… ერთ ეზოში ცხოვრობენ, ის და თამუნა ცატავა, ანუ მეორე დაღუპული გოგონა, რომელსაც 3-4 წლის შვილი დარჩა” – განუცხადა “ამბებს” გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ახლობელმა.წყარო:ambavi.club