“უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ქუთაისში,8 თვის ბავშვი ადგილზე დაიღუპა, დედა კი საავადმყოფოშია..” – ნახეთ რა დაემართა ბავშვს რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა

0

გუშინ საღამოს, ქუთაისში, ჭომის დასახლებაში​ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 8 თვის ბავშვი, ელისაბედი ემსხვერპლა.
მშობლები ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სოფელში მიემგზავრებოდა რა დროსაც ჭომის დასახლებაში მანქანა დაეჯახათ. გავრცელებული ინფორმაციით, დედა შვილებთან ერთად უკანა სავარძელზე იჯდა. მას ელიზაბედი ხელში ეჭირა.
დაჯახების შედეგად, ბავშვმა მძიმე დაზიანება მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. სახის ძვლების დაზიანება მიიღო ბავშვების დედამ, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სოციალურ ქსელში პატარა ელიოსაბედს ახლობლები ემშვიდობებიან:
„საყვარელი, ცისფერთვალება ელისაბედი… ეს პატარა ანგელოზი შეიწირა უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედებამ, როცა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი შეეჯახა ავტომანქანას, რომლითაც ჩვენი მარიამის ოჯახი მგზავრობდა… საშინელი ტრაგედია დატრიალდა… მარიამი, რომელიც მძიმე ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოშია, ვერც კი გამოემშვიდობება თავის ნაბოლარას… ნათელში იყოს ჩვენი ანგელოზის სული.“ – წერენ სოციალურ ქსელში.

Share.