ბუბა კიკაბიძის მეუღლე ირინა ქებაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილი მარინა საღარაძე ავრცელებს
“წავიდა ჩემი ლამაზი, თბილი და ყველაზე ერთგული ადამიანი …დე მიყვარხარ….” – წერს მარინა საღარაძე.
როგორც კიკაბიძის პროდიუსერმა რატი აბზიანიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, ირინა ქებაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა.
რატი აბზიანიძე (ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი): ქალბატონი ირინა ასაკთან დაკავშირებული პრობლემებით გარდაიცვალა, ავამდყოფობდა. ბუბამ და მარინა ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარეს ერთად, საოცარი წყვილი იყო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ირინა ძალიან შემოქმედებითი ქალბატონი იყო, ნიჭიერი, თავად ერთ დროს წარმატებული ბალერინა გახლდათ და ცხოვრებიდ დარჩენილი პერიოდი ბუბას დაუთმო.
ყოველთვის გვერდში ედგა, ყველგან ერთად იყვნენ. არ უყვარდა საჯაროობა და ამაზე ჟურნალისტებთან საუბარი. მძიმე დღეები გვაქვს, ძალიან განიცდის ბუბა. ვუსამძიმრებ მის შვილებს მარინას, კოკას, რძალს ლენას, რომელიც ირინას სიცოცხლის ბოლომდე პატრონობდა და მხარში ედგა…
ბუბამ და ირინამ 1965 წელს იქორწინეს. მანამდე ირინას მეუღლე მსახიობი გურამ საღარაძე გახლდათ. წყვილს ერთი საერთო შვილი, მარინა ჰყავდათ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყო. ბუბას და ქალბატონ ირინას ვაჟი კონსტანტინე შეეძინათ.
წყარო:ambavi.club