გუშინ ბაღდათში მომხდარ ავარიას, ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, შემთხვევა გუშინ ღამით, კახიანის ქუჩაზე, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავარიის მიზეზად მედიაში გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
მუნიციპალიტეტის ცენტრში ავარიას 25 წლამდე ახალგაზრდების – ანრი კიკნაველიძის და გიორგი სიჭინავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილზე მუშაობდა ბაღდათის პოლიციის ეკიპაჟები, ექსპერტ-კრიმინალისტები, სამაშველო და სამედიცინო დახმარების ჯგუფები, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
””ეს რა საშინელი ამბავი გავიგე, როგორ ჩამწყვიტეთ გული…” – წერს ახლობელი
წყარო:ambavi.cc