“უდიდესი ტრაგედიაა,7 თვის ფეხმძიმე იყო..” – ნახეთ ბოკერიას კლინიკაში ახალგაზრდა, ორსული ქალი ტრაგიკულად დაიღუპა

0

თბილისში, ბოკერიას კლინიკაში გარდაცვლილი 7 თვის ფეხმძიმე, თეონა აბაშიძეა. ახლგაზრდა ქალი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარულში იყო გათხოვილი.
თეონა აბაშიძის გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
ექიმების განმარტებით, პაციენტს რთული მდგომარეობა ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეს საქართველოში ორსულის გარდაცვალების, უკვე მეხუთე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის მძიმე ფორმით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, თეონას მამა, ჯემალ აბაშიძეც გარდაიცვალა.

გარდაცვლილი წლების განმავლობაში ჭიაურის თემს ხელმძღვანელობდა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ორსულის გარდაცვალების მიუხედავად, ექიმების კვალიფიკაციის საკითხი არ დგას.


წყარო:statiebi.club

Share.