ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისში ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპული 21 წლის გიორგი თაბაგირია. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.გიორგის სოციალურ ქსელში მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან. ”ყველას სული აეწვა გიო როგორ გული გვატკინე საუკეთესო ადამიანი იყავი ჩემთვის” – წერს ერთ-ერთი ახლობელი…
წყარო:geoambebi.com