“უდიდესი იმედი გვაქვს რომ..” – ნახეთ ექიმის პირველი კომენტარი მერაბ სეფაშვილის მდგომარეობაზე

0

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე “პრაიმტაიმს”, მომღერალ მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესაუბრა.
მისი თქმით, ახლა მერაბ სეფაშვილი თავს უკეთ გრძნობს, ექიმებს მისი გამოჯანმრთელების იმედი აქვთ. მედიკოსი ამბობს, რომ სეფსისი პნევმონიამ გამოიწვია.

“ახლა, მერაბ სეფაშვილის მდგომარეობა უკეთესია. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება. სეფსისი პნევმონიამ გამოიწვია, გართულებული იყო, როცა მერაბი კლინიკაში შემოვიდა, თუმცა ახლა, უკეთაა.” – ამბობს ლალი ტურძელაძე.
წყარო:daqali.club

Share.