“უბრალოდ დამიდგეს გვერდით მთავრობა, ცოტათი მაინც წამომიკრას ხელი და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც..” – ნახეთ გიორგი ღოღობერიძის საინტერესო ინიციატივა

0

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებას ეხმიანება იმის შეახებ, რომ წამლებს საქართველოში 300-400%-იანი ნამატი აქვს, რაც მიუღებელია.
გიორგი აღნიშნავს:
„პრემიერმა თქვა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ითო.
აი, 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა
დღეში 2-3 ბიზნესმენს ვხვდები და ტვინს ვუდუღებ, რომ ამ იდეაში ამყვნენ

მთავრობა უბრალოდ დამიდგეს გვერდით, ცოტათი მაინც წამომიკრას ხელი და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300-400%-ით ძვირად. ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც იხეირებსსახელმწიფოს ზღვა რესურსი აქვს და მათ ეს არ დაუჯდებათ ძვირი. ყველა ეტაპს მივხედავ, ყოველგვარი პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის გარეშე.
მე ჩემითაც მივაღწევ ამ მიზნებს, უბრალოდ, რამდენიმე წელი დამეხარჯება და მათი თანადგომით ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში იქნება“.

Share.