“უამრავი ადამიანი ჰყავდა გადარჩენილი, ახლა კი თვითონ ემსხვერპლა..” – ნახეთ ვინ არის ახალგაზრდა ცნობილი ექიმი, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა

0

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი კოვიდით გარდაიცვალა. როგორც “პრაიმტაიმს” საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, გარდაცვალების მიზეზი ვირუსის აგრესიული ფორმა გახდა.
ინფიცირებულ მედიკოსს თანმდევ დაავადებებად ფილტვის ქრონიკული დაავადება და ჭარბი წონა აღენიშნებოდა.
“სამწუხაროდ, კოვიდინფექციით კლინიკის ექიმი დაიღუპა, სად დაინფიცირდა,

უცნობია. სტაბილურად იყო, ბინის პირობებში მკურნალობდა, მაგრამ მოულოდნელად მკვეთრად დამძიმდა და ჩვენსავე კლინიკაში განთავსდა. ვირუსი ძალიან აგრესიულად პროგრესირებდა და სამწუხაროდ, გუშინ გარდაიცვალა.

სოფიო შინჯიაშვილი 42 წლის იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4 000 კოვიდპაციენტს დავეხმარეთ, მაგრამ ასეთი უკონტროლოდ განვითარებული და აგრესიული პროგრესირება იშვიათად გვინახავს, ვერაფერს ვეღარ ვმართავდით.

რაც შეეხება ვირუსის თანმდევ ფაქტორებს, იყო ჭარბი წონა და ფილტვის ქრონიკული ობსტრექციული დაავადება, რაც ანამნეზში ფიგურირებდა. სავარაუდოდ, ამ ორმა ფაქტორმა საბედისწერო როლი ითამაშა.” – ამბობს ზაზა ლურსმანაშვილი.

Share.