ძალიან კარგი მშობლები ჰყავთ, 5 დედმამიშვილი იყვნენ, ყველაზე პატარა 4 წლის არის. ოჯახმა ბინა გაყიდა და საფრანგეთში წავიდნენ, რომ იქ ემუშავათ, შარშან დაბრუნდნენ, ამიტომ ახლა, სამწუხაროდ, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.
მომხდარზე მხოლოდ ის მითხრეს, რომ გიორგიმ თურმე დანა ძაღლს ესროლა, მიშო კი მოულოდნელად გადაეფარა ძაღლს… რაც შეეხება ტელევიზიებს, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ თითქოს მიშოს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ძმამ, ეს ტყუილია, ზუსტად ვიცი, ბიჭს მარტო ერთი ჭრილობა აქვს, მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია. მერწმუნეთ, გიორგის რომ
განზრახული ჰქონოდა რაიმე, დანას არ იხმარდა, მტერს მოხვდა იმის დარტყმული მუშტი, კინგბოქსიორია.
მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცი, გუშინ ახალი დაღუპული იყო მიშო, მამას რომ ველაპარაკე, მეტს ვერაფერს ვკითხავდი, ყველა შოკირებულია”, – გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
სამართალდამცავებმა სახლში დააპატიმრეს ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოური, მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია და ძალოვნებს ბინაში დახვდა. ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და იქ ელოდება ბრალის წარდგენას. რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. მომხდარის გამოძიება 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ ძმას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. წყარო:sauketeso.club