“ტყუილად ფიქრობთ,რომ გუშინდელი შედეგი ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემა არ არის..” – ნახეთ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება

0

“ცივი გონებით შეხედეთ და დემოკრატიულ პროცესში ნდობას ნუ ანგრევთ. ეგ არაა ძალის დემონსტრირება. სასოწარკვეთა უფროა!” – ასე ეხმაურება თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის დამარცხებას “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. მისი თქმით, აქციები ყოველთვის იქნება ოლიტიკური პროცესის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ მთავარი ამოცანა ხელისუფლების არცევნების გზით შეცვლაა.
“აქციები არის და ყოველთვის იქნება პოლიტიკური პროცესის განუყოფელი ნაწილი. აქციები მნიშვნელოვანია. ზოგადად, მოქალაქეების აქტიურობას ალტერნატივა არ აქვს – გნებავთ ქუჩაში, გნებავთ ყუთებთან. ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირშია. უბრალოდ აქცია არ ანაცვლებს არჩევნებით ხელისუფლების გამოცვლის ეროვნულ ამოცანას.

მოლოდინის შექმნა, რომ არჩევნების მოგება შეუძლებელია და რაღაც უფრო მოკლე, შესაძლებელი გზები არსებობს, პოლიტიკურად პასუხისმგებლიანი საქციელი არ არის. არ არსებობს მოკლე გზები. არსებობს გრძელი გზა, რომელიც შეიძლება დამოკლდეს კიდეც, მაგრამ ჩვენ ეს არ და ვერ გვეცოდინება.ამიტომ ჩვენ ჰაერზე მეტად გვჭირდება ნებისყოფა! ეროვნული ამოცანა კვლავინდებურად არჩევნებით რეჟიმის გამოცვლაა. p.s. ტყუილად გგონიათ, რომ გუშინდელი შედეგი ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემა არ არის. ცივი გონებით შეხედეთ და დემოკრატიულ პროცესში ნდობას ნუ ანგრევთ. ეგ არაა ძალის დემონსტრირება. სასოწარკვეთა უფროა!- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Share.