”ტრაგიკული ნიშნობა” – ხელის სათხოვნელად მისული 20 წლის ბიჭი სასტიკად მოკლეს – ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ს.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაცნობს – 2000 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, დმანისის მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან ჩხუბი სავარაუდოდ გოგოს გამო მოხდა. 20 წლის ბიჭი მეზობელ სოფელში ხელის სათხოვნელად მისულა, როდესაც მას ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირისპირდა.

„ჩვენი მეზობელი ბიჭი მეზობელ სოფელში ამბის გასარჩევად დაიბარეს. როგორც გავიგეთ, გოგოს ამბავზე მომხდარა დაპირისპირება. თუმცა, რამდენად სიმართლეა არ ვიცით“, – ამბობენ „მთავარ არხთან“ ადგილობრივები.
წყარო: ambavi.cc

Share.