“ტრაგიკულად უცხო მიწაზე დაასრულა სიცოცხლე..” – ნახეთ ვინ არის ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელიც ცოტახნის წინ ტრაგიკულად დაიღუპა (ფოტოები)

0

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა, ამის შესახებ სოც ქსელში შოთო სიხარულიძე წერს.
გარდაიცვალა ემიგრანტი საფრანგეთში ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე უკეთილშობილესი რუსა მერაბიშვილი… მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა უცხო მიწაზე…. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ

განგებამ არ გაცადა მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.

‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.” – წერს შოთო სიხარულიძე.

წყარო:geoambebi.com

Share.