ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ სვირთან, დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ხუთივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.როგორც ირკვევა, გარდაცვლილთა შორის ზესტაფონის მკვიდრი ორი ახალგაზრდა მამაკაცია: გიორგი აბაშიძე და შმაგი გვალია.როგორც სოციალურ ქსელში გარდაცვლილთა ახლობლები წერენ, ადგილი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდა, არაერთხელ გამხდარა მსგავსი ტრაგედიის ადგილი.
“განმეორდა 11 წლის წინანდელი ტრაგედია, მაშინაც ხუთი უწესიერესი ბიჭი დაიღუპა ერთ ღამეში. მაშინაც ეს ადგილი და მსგავსი სიტუაცია, ტრაილერს შეეჯახნენ მაშინაც” – წერს “ფეისბუში” სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის თურქთის მოქალაქეებიც არიან.
წყარო:ambavi.club