საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს შეეჯახა. მანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 1 მცირეწლოვანი.ერთი მამაკაცი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა,
3 მგზავრი კი დაშავდა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იმყოფება. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, ასევე უცნობია გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობაც.
წყარო:daqali.club