“ტრაგედია,არის გარდაცვლილი ჩამონგრევისას ქალი აივნაზე იყო და..” – ნახეთ ამ წუთებში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა

0

თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა.ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რასაც 74 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.როგორც ჩიქობავას 5 ნომრის მაცხოვრებლები “რუსთავი 2-თან” ჰყვებიან, მათ გუშინ, დაახლოებით 2 საათზე, ხმაური გაიგეს და როცა გამოვიდნენ, მძიმე სურათი დახვდათ.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც აივანი ჩამოინგრა და ის ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების და ქალის კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო.

მეზობლების ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია, მას სჭირდება რეაბილიტაცია, თბილისის მერიას რემონტისთვის თანხა გამოყოფილი ჰქონდა, თუმცა ბინის მეპატრონემ ამაზე თანხმობა არ გამოხატა.

“რუსთავი 2-თან” საუბარში თავად ბინის მეპატრონემ ადგილობრივების ბრალდებები უარყო.

Share.