67 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა. ოთხმეზური ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იყო.
“წავიდა თავის ცოლ-შვილთან… გულგატეხილი და ტკივილებით დაღლილი!!! ძალიან მიყვარდა და ძალიან მტკივა გული!” – წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.
“ძალიან ბევრი რამ დამთავრდა შენთან ერთად გიორგი… ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებით” –
ეხმაურება მეგობრის და ოჯახის ახლობლის გარდაცვალებას ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, დეპუტატი ქეთევან დუმბაძე.წყარო:sauketeso.club