ბათუმში ახალგაზრდა ქალი, რომელიც 32 კვირის ორსული იყო, კოვიდით გარდაიცვალა. დაღუპული 25 წლის მეგი მახარაძეა.
მეგი ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდა, თუმცა ოჯახის მოთხოვნით, 32 კვირის ფეხმძიმე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. რაც შეეხება ბავშვს, საკეისრო კვეთის შედეგად გადარჩა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, მეგი მათთან ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა შემდეგ ოჯახმა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანა სამკურნალოდ.
წყარო:niustv.com