“ტირის და გლოვობს ყველა,ცნობილი პოლიტიკოსი საშინელ შემთხვევას ემსხვერპლა..” – ნახეთ რა გახდა სიკვდილის მიზეზი

0

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გარდაიცვალა. 55 წლის ემზარ ჯანაშვილს, თბილისში, ქვეითად გზაზე გადასვლის დროს ავტომანქანა დაეჯახა.რამდენიმე დღის განმავლობაში, დაშავებულს, თბილისში, ქირურგიის ცენტრში მკურნალობდნენ.

ექიმების განმარტებით, ჯანაშვილს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ემზარ ჯანაშვილი, დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი, სოფელ არბოშიკის მაჟორიტარი დეპუტატი, 2021 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების დროს გახდა.

გარდაცვლილი დეპუტატი, საკრებულოში, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საკრებულოს გამოკლებული წევრის ახალი არჩევნები, მომავალი წლის მაისში უნდა ჩატარდეს.
წყარო:ambavi.club

Share.